fbpx

თბილისი, სააკაძის დაღმართი #11

Mon to Fri - 10:00 to 18:00

ტელეფონი

+995 551 28 22 22

ტელეფონი
ელ.ფოსტა

contact@amtse.ge

ელ.ფოსტა
დაგვიკავშირდით

SANY-ს ბეტონის ავტო ტუმბო

C8 სერიის ბეტონის ავტო ტუმბო. მსოფლიოს ტუმბოების ლიდერი. ხარისხი ცვლის მსოფლიოს.

8 საკვანძო ტექნოლოგია.

  1. ერთი ღილაკით მართვის ტექნოლოგია
  2. ამწევი ისრის ბალანსირების ტექნოლოგია
  3. ენერგო ეფექტიანი ტექნოლოგია
  4. რხევების ბალანსირების ტექნოლოგია
  5. ცვეთამდგრადი ნაწილები
  6. თვითდიაგნოსტირების ტექნოლოგია
  7. ამწევი ისრის მართვის ინტელექტუალური სისტემა
  8. უსაფრთხოება

 

  1. ერთი ღილაკით მართვის ტექნოლოგია.

ერთი ღილაკით მართვის ტექნოლოგია  სწრაფად აბალანსებს ამწევი ისრის ნებისმიერ მოძრაობას, რომელიც დაკავშირებულია მისი პოზიციის შეცვლასთან. ეს კი დამცლელი მილის ზუსტი პოზიციონირების საშუალებას იძლევა.

 

  1. ამწევი ისრის ბალანსირების ტექნოლოგია.

ამწევი ისრის ანტივიბრაციული ტექნოლოგია ტუმბვის დროს ამცირებს ვიბრაციას 50% -ით, რაც თავის მხრივ ამცირებს ამწევი ისრის მოძრაობათა რიცხვს და აადვილებს დამცლელი მილის კონტროლს.

 

  1. ენერგო ეფექტიანი ტექნოლოგია.

წუთში 29-მდე ციკლის შესრულებით (12 მპა წნევაზე) ტუმბოს ეფექტურობა იზრდება 25% -ით, ხოლო საწვავის მოხმარება მცირდება 10% -ით.

 

 

  1. რხევების ბალანსირების ტექნოლოგია.

რხევების სამუხროჭო ტექნოლოგიის გამოყენებით ამწევი ისრის რხევების ამპლიტუდა მცირდება 60%-ით.

 

  1. ცვეთამდგრადი ნაწილები.

მაღალი ცვეთამდგრადობის მქონე ნაწილები ზრდიან მუშოაბის ეფექტურობას და ექსპლუატაციის ვადას

მიწოდების მილების სისტემა.

სწორი მილები, გრძელი და მოკლე სარინები დამზადებულია ორმაგ შრიანი კონსტრუქციისგან. შიდა შრე ხასიათდება განსაკუთრებული ცვეთამდგრადობით, რომლის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა უტოლდება 50 000მ3 გამტარიანობას.

დამცლელი პორტი/ სამჭიდროვებელი მილისი.

დამცლელი პორტი და სამჭიდროებელი მილისი დამზადებულია ომაგ შრიანი კონსტრუქციისგან. შიდა შრე დამზადებულია სპეციალური ფოლადისგან, რომლის ცვეთისადმი მდგრადობა 15-ჯერ აღემატება ჩვეულებრივი ფოლადისას და ექსპლუატაციის ხანგრძლივობა მერყეობს 60,000-80,000 კუბური მეტრის გამტარიანობის ფარგლებში.

ბეტონის დგუში.

გერმანული ტექნოლოგიით დამზადებული რეზინის დგუში გამოირჩევა ცვეთისადმი მაღალი მედეგობით, უძელბს მაღალ წნევას და ტემპერატურას. გააჩნია ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა გამოცვლის გარეშე 25,000-30,000 კუბური მეტრი ბეტონის გამტარიანობის ფარგლებში.

ცვეთის ფირფიტა/ საჭრისი რგოლი.

ცვეთის ფირფიტა .

მსოფლიოში ნომერ პირველი, უწყვეტი დამცავ-აირიანი რჩილვის ტექნოლოგიის გამოყენებით შენადნობი საიმედოდ მაგრდება სუბსტრატზე. ჩვენს მიერ დაპატენტებული შენადნობის ორმაგ რგოლიანი სტრუქტურა შენადნობს იცავს მსხვრევისგან და გაჟონვისგან. ცვეთის ფირფიტებს გააჩნია ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა 50 000-60 000 კუბური მეტრი ბეტონის გამტარიანობის ფარგლებში. საჭრისი რგოლის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა კი მის გამოცვლამდე მერყეობს 20,000 -30,000 კუბური მეტრის გამტარიანობის ფარგლებში.

 

ცილინდირი.

ცილინდრის შიდა ზედაპირი დაფარულია 3მმ სისქის ქრომის შრით და მისი

სიმტკიცე აჭარბებს მაჩვენებელს HV900, ექსპლუატაციის ხანგრძლივობა მერყეობს

100,000 დან 140,000 კუბური მეტრის გამტარიანობის ფარგლებში.

 

  1. თვითდიაგნოსტირების ტექნოლოგია.

თვითდიაგნოსტირების ტექნოლოგია უზრუნველყოფს ოპერაციის პროცესში სისტემის 200-ზე მეტ ფუნქციაზე დაკვირვებას. ხარვეზების შესახებ ინფორმაცია გამოიტანება მონიტორზე. მიღებული ინფორმაციის ანალიზი დიაგნოსტირების დროს ამცირებს 70%-ით.

  1. ამწევი ისრის მართვის ინტელექტუალური სისტემა.

ოპერატორზე მორგებული ტექნოლოგია ამარტივებს SANY-ის ამწევი ისრის სისტემის მართვის პროცესს.

ამწევი ისრის გაშლა/დაშვება ერთი ღილაკით.

ამწევი ისრის ავტომატურად გასაშლელად დააჭირეთ ღილაკს ზედა მიმართულებით, ხოლო მის დასაშვებად – ქვედა მიმართლებით.

ოპერატორის მიერ პროგრამირებადი სიმაღლის ზღვარი.

სიმაღლის ზღვარის პროგრამირების შესაძლებლობა საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული გარკვეულ სიმაღლეზე არსებულ დაბრკოლებებთან  ამწევი ისრის დაჯახება.

 კოორდინირებული სექციური მართვა.

მოძრაობის კოორდინაციით შესაძლებელია ამწევი ისრის სწრაფი და ზუსტი რეპოზიციონირება პირველ და მეორე სექციებზე.

 

  1. უსაფრთხოება.

C8 სერიის ბეტონის ავტო ტუმბო  წარმოადგენს  SANY-ის მკაცრი საწარმოო ფილოსოფიისა და უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებაში უკომპრომისობის მაგალითს.

ამწევი ისრის ჭარბი დატვირთვისაგნ დაცვის ტექნოლოგია .

ამწევი ისრის გამათანასწორებელ სარქველებზე დამონტაჟებულია დამცავი სარქველები. ამწევი ისრის ჭარბი დატვირთვის შემთხვევაში ეს სარქველები ათავისუფლებენ მექანიზმს ზედმეტი წნევისგან და იცავენ მას დაზიანებისგან.

ჩამტვირთავი ძაბრის დამცავი ფარის ბლოკირების ტექნოლოგია.

იმ შემთხვევაში თუ ჩამტვირთავი ძაბრის დამცავი ფარი გაიღება,ოპერატორის დაცვის მიზნით, ტუმბო ავტომატურად გამოირთვება.

ჰიდრავლიკური ზეთის დონის კონტროლი.

ჰიდრავლიკურ რეზერვიარში ზეთის დონე მუდმივად კონტროლდება. თუ დონე დაიწევს წინასწარ განსაზღვრულ ნიშნულზე დაბლა, ჩაირთვება განგაშის სიგნალი და ჰიდრავლიკური სისტემის დაზიანების პრევენციის მიზნით ტუმბო გამოირთვება.

C8 სერიას აწარმოებს ჩვენი ყველაზე განვითარებული სუპერ ქარხანა.

SANY-ის სუპერ ქარხანამ გადააფასა დანახარჯების შემცირებაზე ორიენტირებული წარმოების კონცეფცია

MES წარმოების მენეჯმენტის ფარგლებში ავტომატიზირებული საწარმოო ხაზი ამაღლებს აწყობის ხარისხს. სრულად ავტომატიზირებული სადისტრიბუციო და სასაწყობო სისტემა ზრდის სიზუსტეს და ეფექტურობას. შედუღების ავტომატური სისტემები განაპირობებენ ზუსტ და ერთგვაროვან შედუღებას.  წარმოების პროცესში თითოეული ნაბიჯი მიმართულია   მსოფლიოში უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებისკენ.

C8- მართე ეპოქა, აკონტროლე მომავალი