fbpx

თბილისი, სააკაძის დაღმართი #11

Mon to Fri - 10:00 to 18:00

ტელეფონი

+995 551 28 22 22

ტელეფონი
ელ.ფოსტა

contact@amtse.ge

ელ.ფოსტა
დაგვიკავშირდით

SY5123THB-9018C-6S
მასა: 12495 კგ
მიწოდების მაქსიმალური სიხშირე: 9/18 მპა
ბეტონის მაქსიმალური წარმადობა: 100/55 მ3/სთ
ძრავის სიმძლავრე: 180/2200 კვტ/ბრ/წთ

SANY-ის C6 სერიის სტაციონალური ტუმბო გამწევზე

  1. მდგრადობა და საიმედოობა
  2. ცვეთადი ნაწილები ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით
  3. ტექნიკური მომსახურების დაბალი დანახარჯები
  4. ენერგიის კონსერვაცია და საწვავის ეკონომიური მოხმარება
  5. განსაკუთრებული ეფექტურობა და მოხერხებულობა
  6. ინტელექტუალური მართვის სისტემა

 

  1. მდგრადობა და საიმედოობა.

7-ე კლასის NAS 1638 ჰიდრავლიკური ზეთი.

წარმოების პროცესში სისუფთავისადმი წაყენებული მოთხოვნების მკაცრი კონტროლის შედეგად  SANY უზრუნველყოფს ჰიდრავლიკური ზეთის 7-ე კლასის NAS 1638  ხარისხს. ჩვენი პროუქტების ფილტრაციისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ინტენსივობა განაპირობებს მათი ასეთი ხარისხის შენარჩუნებას მუშაობის პროცესშიც. ჰიდრავლიკური ზეთის 9-ე NAS კლასიდან 7-ე NAS კლასამდე გაწმენდა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს  მდგრადობას და საიმედოობას (დაბინძურების ხარისხი, ნაწილაკების ზომის დიაპაზონი).

 

სტაბილური სიგნალის უზრუნველყოფის მიზნით ჩაშენებული ტიპის ზეთის ტუმბო დამონტაჟებულია ამორთველთან ახლოს .

ტუმბოს ანტი-ინტერფერენციული სამუშაო მახასიათებლები განაპირობებს სისტემის სტაბილურობას.

 

ინტელექტუალური მართვის სისტემა უნაკლო სამუშაო პარამეტრებით.

მართვის სისტემა შედგება SANY-ის მიერ შემუშავებული SYMC კონტროლერისგან, რომელიც დაფუძნებულია CAN სალტეების საკომუნიკაციო ტექნოლოგიაზე. მთლიანად დახურული კაბელების კონა და მოხერხებული დისპლეი განაპირობებს შეუფერხებელი მუშაობის პროცესს.

 

  1. ცვეთადი ნაწილები ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით.

ცვეთის ფირფიტა, საჭრისი რგოლი.

SANY-ის დაპატენტებული შენადნობის ორმაგ რგოლიანი სტრუქტურა იცავს შენადნობის დამცავ საფარს მსხვრევისგან და აშრევებისგან. ცვეთის ფირფიტებს გააჩნია ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა 50 000-60 000 კუბური მეტრი ბეტონის გამტარიანობის ფარგლებში. საჭრისი რგოლის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა კი მის გამოცვლამდე მერყეობს 20,000 -30,000 კუბური მეტრის გამტარიანობის ფარგლებში.

დგუში

გერმანული ტექნოლოგიით დამზადებული რეზინის დგუში გამოირჩევა ცვეთისადმი მაღალი მედეგობით, უძლებს მაღალ წნევას და ტემპერატურას. გააჩნია ექსპლუატაციის ხან-გრძლივი ვადა გამოცვლის გარეშე 25,000-30,000 კუბური მეტრი ბეტონის გამტარიანობის ფარგლებში.

ცილინდრი

მაღალი სიზუსტის მექანიკური დამუშავებისა და გალვანური დაფარვის გერმაული ტექნო-ლოგიების გამოყენებით დამზადებული ცილინდრის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა მის გამოცვლამდე  მერყეობს 100,000-140,000 კუბური მეტრი ბეტონის გამტარიანობის ფარ-გლებში.

აღჭურვილია ავტომატური საზეთი ტუმბოთი.

 

  1. ტექნიკური მომსახურების დაბალი დანახარჯები

სიბლანტის მაღალი ინდექსისა და ფართო ტემპერატურული დიაპაზონის, ცვეთის საწი-ნააღმდეგო თვისებების მქონე ჰიდრავლიკური ზეთი შერჩეულია სხვადასხვა რეგიონში და ტემპერატურულ დიაპაზონში მისი გამორჩეული სტაბილურობისა და გამოყენების მიზნო-ბრიობის გამო.

განსაკუთრებული საექსპლუატაციო თვისებების მქონე ცვეთადი ნაწილები.

გერმანული და ჩინური მოწინევე ტექნოლოგიების შერწყმის შედეგად ჩვენს მიერ წარმო-ებული ცვეთადი ნაწილები ხასიათდება ხანგრძლივი სამუშაო ციკლით. ჩვენი მსოფლიო კლასის ასაწყობი ხაზის მიერ წარმებული ამ ნაწილების რაოდენობის 99,9 % შეესაბამება მათდამი წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებს.

ფართო დიამეტრის ბეტონის ტუმბოს ცილინდრი.

ბეტონის ტუმბოს ცილინდრის დიამეტრი აჭარბებს 230 მმ-ს, რაც ამცირებს ბეტონის დგუშის ცვეთას და ახანგრძლივებს მის სამუშაო ციკლს.

 

  1. ენერგიის კონსერვაცია და საწვავის ეკონომიური მოხმარება.

სიმძლავრის  თვითრეგულირების ტექნოლოგია.

ძრავის სიჩქარე და ძალა რეგულირდება მთავარი ტუმბოს დატვირთვების მიხედვით, რაც განაპირობებს საწვავის 20%-იან ეკონომიას.

SN რევერსის ტექნოლოგია

SN რევერსის ტექნოლოგია განაპირობებს რევერსის ხანმოკლე  ციკლებს, რაც აუმჯობესებს ტუმბვის ეფექტურობას და ამცირებს საწვავის ხარჯებს.

 

  1. განსაკუთრებული ეფექტურობა და მოხერხებულობა.

ახალი ტრიპის ჩამტვირთავი ძაბრი.

ჩამტვირთავი ძაბრის ოპტიალური შიდა კაემერა აადვილებს სხვადასხვა ტიპის ბეტონის ჩატვირთვის პროცესს.

ტუმბვის მაღალი სიჩქარე.

რევერსის ხანმოკლე ციკლების გამო ტუმბვის სიჩქარე კონკურენტებთან შედარებით მეტია 15%-ით.

დგუშის ავტომატური დაბრუნების ტექნოლოგია.

ტექნიკური უზრუნველყოფის საჭიროების შემთხვევაში ბეტონის დგუში ავტომატურად ბრუნდება წყლის რეზერვუარში.

მაღალი და დაბალი წნევების ავტომატური გადართვის ტექნოლოგია.

მაღალი და დაბალი წნევებით ტუმბვის  პროცესების ერთმანეთში გადართვა ხდება ერთი ღილაკის გამოყენებით. პროცედურა მარტივია, ადგილი არ აქვს დაღვრას და გაბინძურებას.

 

6.ინტელექტუალური მართვის სისტემა.

ხარვეზების დიაგნოსტირების ინტელექტუალური სისტემა.

ინტელექტუალური მართვის სისტემა ოპერაციის პროცესში სისტემის 200-ზე მეტი ფუნქციის მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ხარვეზების შესახებ ინფორმაცია გამოიტანება მონიტორზე. მიღებული ინფორმაციის ანალიზი დიაგნოსტირების დროს ამცირებს 70%-ით.

ინტელექტუალური მართვის პანელი.

მართვის პანელზე სენსორების სიგნალები აისახება ადვილად გასაგებ ფორმატში.

მოძრაობის სპეციალური კონტროლერი.

სრულიად განსხვავდება რა ჩვეულებრივი მოძრაობის კონტროლერებისგან, SANY-ის კონტროლერი აერთიანებს სატუმბ ალგორითმს საბორტო მონაცემებთან. შედეგად ჩქარდება ოპერაციები და უმჯობესდება წარმადობა.

წარმოებულია აზიის უდიდეს ინტელექტუალურ ქარხანაში. (MES) თანამედროვე წარმოების პროცესის მენეჯმენტის სისტემა, მაღალი სიზუსტის მანქანათმშენებლობის განყოფილება,  ავტომატური შედუღება.