fbpx

თბილისი, სააკაძის დაღმართი #11

Mon to Fri - 10:00 to 18:00

ტელეფონი

+995 551 28 22 22

ტელეფონი
ელ.ფოსტა

contact@amtse.ge

ელ.ფოსტა
დაგვიკავშირდით

C სერიების ბეტონის მიქსერი სატვირთო მანქანა

სპეციალიზირებული კაბინა
უსაფრთხო და საიმედო

სპეციალურად მოწყობილი კაბინა შექმნილია უახლესი ავტომატური შედუღების ტექნიკის გამოყენებით და მისი კონსტრუქცია შეესაბამება წინა მხრიდან შეჯახებისა და სახურავიდან ზეწოლისადმი მდგრადობის უმკაცრეს რეგულიაციებთან.  ხელსაწყოთა პანელი, საქარე მინის განთავსების სტილი და საერთო დიზაინი წარმოადგენს მანქანათმრეწველობის დარგში შეუდარებელი ხედვის შედეგს.

მძღოლზე მორგებული

ოთხწერტილოვანი ამორტიზირების სისტემა, ორმაგშრიანი კარის მამჭიდროებელი და კაბინაში ინტეგრირებული ხმაურის შემცირების ტექნოლოგია ამცირებს მძღოლის დაღლის  ფაქტორს ხანგრძლივი სამუშაო დღის განმავლობაში. ინტერიერის წითელი და შავი მორთულობა ასტიმულირებს სპორტული მანქანის მართვის მსგავს შეგრძნებებს, რაც ამცირებს ვიზუალურ მონოტონურობას. ბლუთუსის ტექნოლოგია საჭის კონტროლით საშუალებას იძლევა, თანამშრომლებთან კონტაქტის დამყარების მიზნით, მობილური მოწყობილობები გამოყენებულ იქნას უკონტაქტოდ  (სადაც ეს ნებადართულია).

მოსახერხებელი წვდომა  ტექნიკური მომსახურებისთვის

კაბინა იხრება წინა მიმართულებით, რაც ძრავამდე და გადაცემათა კოლოფამდე, მათი ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, მოსახერხებელი წვდომის საშუალებას იძლევა. წინა პოზიციაზე დამონტაჟებული ჰაერის კონდიცირების კომპონენტების ტექნიკური უზრუნველყოფა და შეკეთება გაადვილებულია, საამისოდ მცირდება დრო და იზოგება თანხები.

მიმზიდველი დიზაინი

ევროპულ-ამერიკული დიზაინი – კაბინის ელემენტების ევროპულ-ამერიკული  თანამედროვე დიზაინი განაპირობებს მსუბუქ მანქანასთან ასოცირებულ შეგრძნებებს. კაბინის მორთულობა, ხელსაწყოთა პანელი და სავარძელი დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალებისგან.

პანორამული მონიტორინგი (სურვილისამებრ)

უსაფრთხოების პანორამული მონიტორინგის სისტემა, შებრუნებული გამოსახულება, მარჯვნივ მობრუნების გამოსახულება, ბრმა ზონის რადარი, უკუსვლის ხმოვანი სიგნალი.

რადარის ადგილმდებარეობა. ვიდეო-კამერა. მონიტორი.

გაუმჯობესებული დამუხრუჭება
ძრავისმიერი მუხრუჭის სრულად გამოყენების გზით, სამუხრუჭე მანძილი შემცირდა 15% -ით, სამუხრუჭო ნაფენის ცვეთა მცირდება 50% -ით. Sany აღჭურვილია მაღალი წარმადობის ჰაერის კომპრესორით, მაღალი ხარისხის მილსადენების სისტემით, ახალი მამჭიდროებელი სისტემით რომელიც ამცირებს ჰაერის დაგროვების დროს და  აჩქარებს მუხრუჭის ამოქმედებას.

ენერგოეფექტიანი ტექნოლოგია
ძრავის ორმაგი კვების რეჟიმი, ინტეგრირეული ინტელექტუალური ტრანსმისიის სიმძლავრის ბალანსირების ტექნოლოგიასთან, განაპირობებს საწვავის დაზოგვას 10%-ით.

დაბალი ბაქნის ტექნოლოგია
მიქსერი სატვირთო მანქანა აღჭურვილია ულტრა-მაღალი სიმტკიცის ინტეგრირებული დამხმარე კარკასით, რომელიც განაპირობებს მის სტაბილურობას და მაღალ სიმტკიცეს. კარკასი გამოირჩება ცვალებად მკაცრ პირობებთან ადაპტაციის თვისებებით და ახანგრძლივებს სატვირთო მანქანის მომსახურების ხანგრძლივობას.

საჭით მართვის მოწინავე ტექნოლოგია
საჭის გამაძლიერებელი ტუმბო ოპერატორის ძალისხმევას ამცირებს 40%-ით. შასის გეომეტრიისა და წინა წამყვანი ხიდის მოხვევის კუთხის ოპტიმიზაცია მობრუნების ციკლს ამცირებს 15 %-ით.

ნადების დაგროვების საწინააღმდეგო ტექნოლოგია
სამსექციური ლაპოტი განაპირობებს ეფექტურ დაცლის კუთხეს. გამომრეცხავი მოწყობილობა, ინოვაციური წინა კონუსი და ბურთულ-გვირგვინა შემაერთებელი კონსტრუქცია დამონტაჟებულია უკდანა კონუსზე, რათა მოხდეს მიუვალ ადგილებზე გამოლექილი აგრეგატის გამორეცხვა და თავიდან იქნას აცილებული აგრეგატის დაგროვება წინა და უკანა კონუსებში.  შედეგად ნარჩენის რაოდენობა დამცლელ არხში იკლებს 0,4%- მდე. სამსექციური  ნაკეცებიანი ლაპოტი. ინოვაციური ბურთულ-გვირგვინა კონსტრუქცია. უკანა კონუსის გამომრეცხავი მოწყობილობა. ნარჩენის რაოდენობა დამცლელ არხში იკლებს 0,4%- მდე.

ჭკვიანი მართვის ტექნოლოგია
თითოეული მიქსერი სატვირთო მანქანა აღჭურვილია GPS სისტემით, რომელიც გამოირჩევა ხუთი შემდეგი ფუნქციით: სატვირთო მანქანის მონიტორინგი, ჩაწერა/გადახვევა, განგაშის შეტყობინება, სატვირთო მანქანის მართვა, სტატისტიკის წარმოება და ანალიზი. ამ ფუნქციებზე დაყრდნობით შესაძლებელია განისაზღვროს მიქსერი სატვირთო მანქანის ადგილმდებარეობა, მისი ნაწილების მდგომარეობა ტექნიკური მომსახურების საჭიროებაზე, დაცლა და სხვა.

გაფრთხილება ტექნიკური მომსახურების საჭიროებაზე
ხელსაწყოთა პანელზე დამონტაჟებულ მონიტორზე აისახება ტექნიკური მომსახურების საჭიროების სიგნალი ძირითადი კომპონენტებისთვი, როროგიცაა ძრავა,  ხიდი, გადაცემათა კოლოფი. ეს ფუნქცია აადგვლებს ტექნიკური მომსახურების დაგეგმვის პროცესს.

სხვა დეტალები

ჩამტვირთავი ძაბრი და დამცლელი ღარი- კონტრუქცია რომელიც გამორიცხავს დაღვრას

ჭიქის სადგარი და შესანახი განყოფილება- ჭიქის სადგარი და დოკუმენტაციის შესანახი განყოფილება გათვალისწინებულია ოპერატორის კომფორტისთვის.

კარის გასაღები დასაჭერი ღილაკი – კარის გასაღები დასაჭერი ღილაკი ჩამონტაჟებულია სახელურში.

ოპერატორზე გათვლილი მართვის სისტემა- გრძელი ამძრავი ბერკეტი და რეზინის სახელური აადვილებს მართვის პროცესს და ხდის მას კომფორტულს.

ოთხწერტილოვანი გამომრეცხავი მექანიზმი დრენაჟის პორტით – ოთხწერტილოვანი გამომრეცხავი სისტემა არის ეფექტური და ნაკლებად შრომატევადი.

C სერიების ბეტონის მიქსერი სატვირთო მანქანრბის წარმოება ხორციელდება ბეტონის მიქსერი სატვირთო მანქანების მსოფლიოს უდიდეს საწარმოო ხაზზე.