ფასადის საწმენდი და მოსაპირკეთებელი სისტემები

აღწერა

„ამწე ჯგუფი“ ახორციელებს ფასადის მოსაპირკეთებელი და საწმენდი სისტემების იმპორტს და მონტაჟს საქართველოში.
2017 წლის ოქტომბერში, ჩვენი და ესპანური კომპანია Vertiworld-ის თანამშრომლობით „აქსის თაუერსზე“ დამონტაჟდა AtechBCN-ის მიერ წარმოებული ფასადის საწმენდი და გარე სამუშაოების შესასრულებელი სისტემა.

სისტემას ჰორიზონტალურად 50 მეტრზე და ვერტიკალურად 450 მეტრზე მუშაობა შეუძლია. ეს AtechBCN-ის მიერ წარმოებული ფასადის ყველაზე დიდი საწმენდი სისტემაა. მას ფასადებზე სამუშაო ყველანაირი ტექნოლოგია აქვს, როგორებიცაა: ვერტიკალური ტელესკოპური ანძები მექანიზმის დასაფარად, როდესაც სისტემა გაჩერებულ მდგომარეობაშია, 5 ნაწილიანი ტელესკოპური ისრები, მძიმე ტვირთის ასაწევი დამხმარე ლიფტი, ელექტრონული პროგრამირება და ა.შ.