fbpx

თბილისი, სააკაძის დაღმართი #11

Mon to Fri - 10:00 to 18:00

ტელეფონი

+995 551 28 22 22

ტელეფონი
ელ.ფოსტა

contact@amtse.ge

ელ.ფოსტა
დაგვიკავშირდით

SANY-ის ავტომისაბმელიანი ბეტონის ტუმბოს C5 მოდერნიზაცია

ტუმბოების სამყაროს მეფე, 5A კლასის ხარისხი, ყველაზე გაყიდვადი ზედიზედ 10 წლის განმავლობაში.

 

ცის სიმაღლეების გამოწვევა.

ავტომისაბმელიანი ბეტონის ტუმბოების წარმოების სექტორში მისი შეუდარებელი ტექნიკური გამოცდილების წყალობით, SANY-მ მრავალჯერ გაასწრო საკუთარ მიღწევებსაც კი, მსოფლიოს მასშტაბით ბეტონის გადატუმბვის საქმეში ახალი რეკორდების დამყარებით.

SANY-ის ბეტონის ტუმბოებმა მონაწილეობა მიიღო 300 მეტრზე მეტი სიმაღლის მქონე ცათამბჯენების 80%-ის მშენებლობაში, რომელთა მშენებლობაც ამჟამად დასრულებულია ან მიმდინარეობს.

SANY-ის ავტომისაბმელიანმა ბეტონის ტუმბოებმა თავისი წვლილი შეიტანა ჩინეთში მშენებლობის სექტორში ყოველი ახალი სიმაღლეების დაპყრობაში.

შენჯენის SEG პლაზა, ჰონგკონგის საერთაშორისო ფინანსური ცენტრი, გუანგჯოუს სატელევიზიო ანძა, ჰონგკონგის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი, შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტრი, გუანგჯოუს აღმოსავლეთის კოშკი, შანხაის კოშკი, ბურჯი დუბაი.

 

 

 

ნებისმიერ მანძილზე

საზღვაო ბეტონის გადატუმბვის სიგრძე აღემატება 1000 მეტრს

ჩინგდაოს ყურის ხიდი წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე გრძელ საზღვაო ხიდს. ხიდი მდებარეობს კიანგჩოუს ყურის საზღვაო აკვატორიაში, სადაც ზღვის წყალი გამოირჩევა  მაღალი მინერალიზაციით და მომეტებული კოროზიულობით. გარდა ამისა, ხიდი მოითხოვს ყინვა-დათბობის ციკლისადმი მაღალ მდგრადობას, რადგან ეს ციკლი ამ რეგიონში მეორდება წელიწადში 50-ჯერ. აქედან გამომდინარე, ხიდის ბურჯები ჩაისხა სპეციალური, მაღალი ხარისხის, უაღრესად მაღალი სიბლანტისა და კოროზიისადმი მედეგი საზღვაო ბეტონით. ზემოთ აღნიშნულიდან  გამომდინარე, ბეტონის ტუმბოსადმი წაყენებულ იქნა უკიდურსად მკაცრი მოთხოვნები. SANY-ის HBT80C-2122 ტიპის ავტომისაბმელიანი ტუმბო გამოყენებულ იქნა ხიდის მშენებლობისთვის ბეტონის მისაწოდებლად. მისი უზარმაზარი სიმძლავრისა და უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფის წყალობით ტუმბომ დაამყარა საზღვაო ბეტონის გრძელ დისტანციაზე გადატუმბვის ახალი მსოფლიო რეკორდი (1000 მეტრზე მეტ მანძილზე).

 

ჰორიზონტალური სატუმბი მანძილი აღემატება 4,000 მეტრს.

SANY-იმ შეიმუშავა სუპერ ტუმბო, რომელიც ავითარებს 50 მპა წნევას. ეს სიდიდე წარმოადგენს ახალ მსოფლიო რეკორდს. შედეგად ავტომისაბმელიანი  ბეტონის ტუმბოს ვერტიკალური გადატუმბვის მანძილმა გადააჭარბა 4,000 მეტრს.

 

მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე

SANY-ის ავტომისაბმელიანი ბეტონის ტუმბო -22°C ტემპერატურის პირობებშიც ინარჩუნებს თავის გასაოცარ შესაძლებლობებს

2007 წლის ზამთარში მოსკოვში ჰაერის ტემპერატურა დაეცა -22°C -მდე. SANY-ის ავტომისაბმელიანი ბეტონის ტუმბო ასეთ კლიმატურ პირობებშიც კი აგრძელებდა მუშაობას რუსეთის ფედერაციის შენობის მშენებლობის დროს. მისი მძლავრი შესაძლებლობებისა და ადაპტირებადობის წყალობით, SANY-ის ავტომისაბმელიანმა ბეტონის ტუმბომ  ძლიერი რეპუტაცია მოიპოვა მთელს ევროპაში.

 

 

SANY-ის ავტომისაბმელიანი ბეტონის ტუმბო სიმაღლეზე ტუმბვაში ამყარებს მსოფლიო რეკორდს 55°C ტემპერატურის პირობებში.

2007 წლის შუა ზაფხულში დუბაიში ჰაერის ტემპერატურამ მიაღწია ექსტრემალურ ნიშნულს. მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის ბურჯ დუბაის მშენებლობის დროს ჰაერის ტემპერატურამ გადააჭარბა 55°C-ს. ასეთი ექსტრემალური პირობების მიუხედავად SANY-ის HBT120C-2120D ტიპის ტუმბო მუშაობდა შეუფერხებლად.

 

ნებისმიერი ხანგრძლივობით.

12 საათიანი უწყვეტი ტუმბვა: SANY-ის ავტომისაბმელიანი ბეტონის ტუმბო უწყვეტ რეჟიმში ასრულებს დავალებას.

მდინარე ვუშანის ფოლადის მილებიანი ხიდის მშენებლობის პროექტში SANY-ის ავტომისაბმელიანმა ბეტონის ტუმბომ დაამყარა სამი მსოფლიო რეკორდი: ბეტონის ჩატუმბვა 560 მ სიგრძის ფოლადის მილში, 600 კუბური მეტრი ბეტონის უწყვეტი მიწოდება და უწყვეტი ტუმბვა 12 საათის განმავლობაში.

 

60,000 კუბური მეტრი ბეტონის უწყვეტი ჩასხმა 60 საათში.

ჩინეთის ყველაზე მაღალი ცათამბჯების (632მ) შანხაის კოშკის მშენებლობის დროს მთლიანი ფუნდამენტის ჩასხმის პროცესში მონაწილეობდა SANY-ის 18 ერთეული დანადგარი (მათ შორის 4 ერთეული ავტომისაბმელიანი ბეტონის ტუმბო). 60,000 კუბური მეტრი ბეტონის უწყვეტი ჩასხმა დასრულდა 60 საათში.

ვუშანში მდინარე იანგძეს ხიდის პროექტი SANY-ის ავტომისაბმელიანი ბეტონის ტუმბოს მონაწილეობით.

შანხაის კოშკის მშენბლობა SANY-ის ავტომისაბმელიანი ბეტონის ტუმბოს გამოყენებით.

 

ნებისმიერი ნარევი

B90, C150 მარკისა და 3-გრადაციული ბეტონის ტუმბვის გაადვილებული პროცესი .

მოსკოვის ფედერაციის შენობა აღიარებულია როგორც მსოფლიოს ყველაზე მაღალი რკინა-ბეტონის ნაგებობა. მისი მშენებლობის პროცესში, SANY-ის ავტომისაბმელიანი ბეტონის ტუმბოებს გამოყენებით წარმატებით განხორციელდა B90 (C110-ის ეკვივალენტური) ბეტონის ვერტიკალური მიწოდება 120 მ სიმაღლეზე.

სამი ხეობის,  გუანგხი დაჰუას ჰიდროელექტროსადგურებისა და სხვა პროექტების ფარგლებში დიდი ზომის აგრეგატები  დაკავშირებული იყო მრავალ გამოწვევებთან.  SANY-ის 120A ტიპის ბეტონის ტუმბო შექმნილია 80მმ დიამეტრის აგრეგატებთან სამუშაოდ. მისი გამოყენებით გადაწყდა სამ-გრადაციული ბეტონის ტუმბვის პრობლემა.

იაპონიაში ტოკიოს იომიური შიმბუნის მშენებლობის პროექტის ფარგლებში ბეტონის მიწოდების სიმაღლე იყო 200მ -მდე. ზოგიერთ შემთხვევაში ბეტონის მარკა აღწევდა C150-მდე. SANY-ის HBT80C-1818D ტიპის მისამბელიანმა  ბეტონის ტუმბომ წარმატებით გაართვა თავი ამ მისიას.

შლამის, წიდის, ნარჩენებისა და დუღაბის გადატუმბვა შესაძლებელია SANY-ის სპეციალური დანადგარებით, როგორიცაა შემავსებელი, ტუბულარული და  დუღაბის ტუმბოები. მათი დახმარებით შესაძლებელია სხადასხვა სპეციალური ნარევის გადატუმბვა, როგრიცაა შლამი, წიდა, დუღაბი, ჩამდინარე წყლები, საწარმოო ნარჩენები და სხვ.

 

5 ბირთვიანი ტუმბოს ტექნოლოგია.

უმაღლესი ხარისხი მთელს სოფლიოში.

 

მოწინავე ჰიდრავლიკური სისტემა, ინტელექტუალური მართვის სისტემა, ეფექტური სატუმბო სისტემა,  მოწინავე ენერგო ეფექტიანი ტექნოლოგია,  ცვეთისადმი უკიდურესად მდგრადი ტექნოლოგია.

 

მოწინავე ჰიდრავლიკური სისტემა.

დიფერენციალური წნევის კონტროლი,  ორმხრივი ჰიდრავლიკური სისტემა.

SANY-ის ავტომისაბმელიანი ბეტონის ტუმბოს ჰიდრავლიკური სისტემის ტუმბოს მართვას საფუძვლად უდევს დიფერენციალური წნევის განსაზღვრის ტექნოლოგია და ორმხრივი ტუმბოები. ორმხრივი ტუმბოები განაპირობებენ ნაკადის მიმართულების ერთგვაროვან ცვლილებას. ღია ტიპის გასამართი სისტემა უზრუნველყოფს ჰიდრავლიკური ზეთის განუწყვეტელ ცირკულირებას ფილტრაციისა და გაგრილების მიზნით. გაფილტრული და გაგრილებული ჰიდრავლიკური ზეთის მუდმივი მიწოდება ზრდის მოწყობილობის ექსპლუატაციის ხანგრძლივობას და ამცირებს ტექნიკური მომსახურების დანახარჯებს.

 

 

სისტემის ნომალური წნევის მრუდი. წნევის სხვაობის მაჩვენებელი და ჰიდრავლიკური სისტემის რევერსიული მრუდი.

 

მაღალი გამტარუნარიანობის და ეფექტიანი ვენტილების სისტემა.

წვენის სისტემა აღჭურვილია მაღალი წნევისადმი მედეგი და მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ელექტრო-ჰიდრავლიკური საკონტროლო და ინტეგ-რირებული ვენტილებით, ოპტიმალური დიზაინისა და გაყვანილობის მილაკებით. სისტემა ხასიათდება მცირე რევერსიული კონსტრუქციით, წნევის მცირე დანაკარგებით, დაბალი სამუშაო ტემპერატურით და მაღალი საიმედოობით.

 

ავტომატური უკუქცევითი დგუშები.

ჭილაკზე დაჭერით ორივე დგუში ბრუნდება წყლის ავზში. ეს ამცირებს ყოველდღიური ტექნიკური მომსახურების დროს და ზრდის ექსპლუატაციის ხანგრძლივობას.

 

ინტელექტუალური მართვის სისტემა.

 

ხარვეზების თვითდიაგნოსტირების ტექნოლოგია.

ინტელექტუალური მართვის სისტემა აკონტროლებს მანქანის 50-მდე ხარვეზს რეალურ დროში. ხარვეზების შესახებ სიგნალი ჩნდება მონიტორზე. მიღებული ინფორმაციის ანალიზი საშუალებას იძლევა დიაგნოსტირების დრო შემცირდეს 70%-ით.

მოძრაობის სპეციალური კონტროლერი.

სრულიად განსხვავდება ჩვეულებრივი მოძრაობის კონტროლერებისგან. SANY-ის კონტროლერი აერთიანებს სატუმბ ალგორითმს საბორტო მონაცემებთან. შედეგად ჩქარდება ოპერაციები და უმჯობესდება წარმადობა.

ავარიული გამორთვა.

ოპერაციების დროს ხარვეზების შემთხვევაში ირთვება ავარიული გამორთვის რეჟიმი, რომლის დროსაც ხდება დანადგარის გამორეცხვა და გამორთვა.

ეფექტური სატუმბო სისტემა.

მაღალ ეფექტიანი სატუმბო ტექნოლოგია.

ტუმბოს ჰიდრავლიკური სისტემის ტუმბოს მართვას საფუძვლად უდევს დიფერენციალური წნევის განსაზღვრის ტექნოლოგია და ორმხრივი ტუმბოები. ორმხრივი ტუმბოები განაპირობებენ ნაკადის მიმართულების ერთგვაროვან ცვლილებას. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ განაპირობებს ტუმბვის ეფექტურ ოპერაციას და ასაწევი ცილინდრის ზუსტ კონტროლს.

მაღალი სიმძლავრის შემრევი ძრავა.

მაღალი სიმძლავრის შემრევი ძრავა უზრუნველყოფს ნარევის ერთგვაროვანი კონდიციის შენარჩუნებას.

ფართო კალიბრიანი რევერსიული ცილინდრი.

ფართო კალიბრიანი რევერსიული ცილინდრი მძლავრი რევერსიული მოძრაობით განაპირობებს მილის ბლოკირების პრევენციას.

 

ახალი ტიპის ჩამტვირთავი ძაბრი.

ჩამტვირთავი ძაბრის შიდა სიღრუვის ოპტიმიზაციის შედეგად გაუმჯობესდა აგრეგატების შერევის პროცესი, რაც განაპირობებს მაღალი სიმკვრივის, კომპლექსური ბეტონის მიღებას.

 

მოწინავე ენერგო ეფექტიანი ტექნოლოგია .

ახალი თაობის ენერგიის დაზოგვის ტექნოლოგია ავტომატურად არეგულირებს ძრავის მიერ ენერგიის გამომუშავებას, რაც განაპირობებს საწვავის დაზოგვას 25%-მდე.

ენერგიის მოხმარება: შემცირება 25%-მდე. საწვავის მოხმარების შედარების ცხრილი.

მეცნიერებაში და ტექნოლოგიაში მიღწეული პროგრესისთვის დაჯილდოვდა ჰუნანის პროვინციის I დონის პრიზით და  ჩინეთის პატენტის ოქროს პრიზით.

საწვავის მოხმარება (მლ/მ3)/ წარმადობა. ენერგიის დაზოგვამდე/ ენერგიის დაზოგვის შემდეგ.

ცვეთისადმი უკიდურესად მდგრადი ტექნოლოგია.

G5 გაუმჯობესებული ცვეთადი ნაწილები შექმნილია Sino-Germany-ის მაღალტექნო-ლოგიური მასალებისგან და მოწინევე ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც აუმჯობესებს პროდუქტის ხარისხს.

 

დამცლელი პორტი.

შიდა მილისი დამზადებულია სპეციალური ფოლადისგან, რომლის ცვეთისადმი მდგრადობა 15-ჯერ აღემატება ჩვეულებრივი ფოლადისას და ექსპლიუატაციის ვადა მერყეობა 60,000-80,000 კუბური მეტრის გამტარიანობის ფარგლებში.

ცვეთის ფირფიტა და საჭრისი რგოლი.

ცვეთის ფირფიტა .

სპეციალური ტექნოლოგიის წყალობით შეჭიდების ძალა მეტია 100 მპა-ზე და ცვეთის ფირფიტის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა მერყეობს 50,000-60,000 კუბური მეტრის გამტარიანობის ფარგლებში. საჭრისი რგოლის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა კი მერყეობს  20,000-30,000 კუბური მეტრის გამტარიანობის ფარგლებში.

ბეტონის დგუში.

გერმანული ტექნოლოგიით დამზადებული რეზინის დგუში გამოირჩევა ცვეთისადმი მაღალი მდგრადობით, უძელბს მაღალ წნებას და ტემპერატურას. გაჩნია ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა 25,000-30,000 კუბური მეტრი ბეტონის გამტარიანობით გამოცვლის გარეშე.

ცილინდირი.

ცილინდრის შიდა ზედაპირი დაფარულია 3მმ სისქის ქრომის შრით და მისი სიმტკიცე აჭარბებს მაჩვენებელს HV900, ექსპლუატაციის ხანგრძლივობა მერყეობს 100,000 დან 140,000 კუბური მეტრის გამტარიანობის ფარგლებში.