fbpx

თბილისი, სააკაძის დაღმართი #11

Mon to Fri - 10:00 to 18:00

ტელეფონი

+995 551 28 22 22

ტელეფონი
ელ.ფოსტა

contact@amtse.ge

ელ.ფოსტა
დაგვიკავშირდით

სატვირთო ძრავების გასაუმჯობესებლად “SANY” შეუერთდა „Deutz“ – ის წარმოების გუნდს.

მათი ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა D12-ით აღჭურვილი ძრავი, რომელიც გამოირჩევა მაღალი ტექნიკური შესაძლებლობებით. დღესდღეობით კი აქტიურად გამოიყენება “SANY”-ის საწარმოში.
თხევადი საწვავის ავზის ენერგია
„Deutz“-ის გუნდი დაკომპლექტებულია, ამ დარგში, გერმანელი წამყვანი სპეციალისტებით, რომლებიც საკმაოდ დიდი რეპუტაციით სარგებლობენ სამხედრო სფეროში ძრავების წარმოების კუთხით. ცილინდრის სამუშაო მოცულობა 12.12ლ- ს აღწევს, ხოლო მისი ძრავის სიმძლავრე მერყეობს 430 ცხ.ძ.- სა და 460 ცხ.ძ.- ს შორის, რომელიც უფრო მძლავრია, ვიდრე უკვე არსებული ძრავები, რომლებიც აქტიურად გამოიყენება ბაზარზე. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი, რაც განაპირობებს D12-ით აღჭურვილი ძრავების გამძლეობას.
ამასთან აღსანიშნავია, რომ D12-ის ძრავას შეუძლია უზრუნველყოს დაბალი გადადგილების სიჩქარის წარმოებისას მაღალი გადაცემათა რიცხვის წარმოშობა. ამ უკანასკნელის, ბრუნვის მოცულობამ შეიძლება მიაღწიოს 700 ნ*მ– ს, მაშინ როდესაც ნეიტრალური სიჩქარის დროს შეუძლია შეინარჩუნოს 525 ბრ/წთ– ზე, 200ბ რ/წთ– ზე დაბალი მოცულობა. ეს მაჩვენებელი კი სხვა ბაზარზე არსებულ ძრავებზე ბერვად დაბალი მაჩვენებლია.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ძრავის მუშაობის დაწყების ან დასრულების დროს ნეიტრალური სიჩქარის ეფექტურობა ამცირებს მონათესავე კომპონენტებზე დატვირთვას, რის საფუძველზეც იზრდება ძრავის სიცოცხლის უნარიანობა.

საწვავის ეკონომიური მოხმარება

საწვავის მოხმარების შესამცირებლად, D12 ტიპის ძრავი აღჭურვილია 1800 ბარ. სიმძლავრის ელექრონულად კონტროლირებადი გამოფრქვევის სისტემითა და სილიკონის ზეთოვანი ვენტილაციით, რომელიც არამხოლოდ აძლიერებს გამოფრქვევის სიხშირეს, არამედ უზრუნველყოფს საწვავის ეფექტურ მოხმარებას (187გრ/კვტ.სთ). ამ ახალი ტექნოლოგიის საფუძველზე საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე 1,5 ლ დან 3 ლ-მდე მცირდება, ბაზარზე არსებული სხვა მომწოდებლების ანალოგიურ მოდელებთან შედარებით.

ძრავი ხასიათდება დაქოქვის მინიმალური ხმაურით. D12-ს შეუძლია დაიწყოს მუშაობა 2 წმ – ში, 3 000 მ სიმაღლეზე, მაშინ როდესაც ტემპერატურა –20 ზე დაბალია. იგი დაპატენტებულია „TOP-Down“ გაგრილების სისტემით, რომელიც სწრაფად ამცირებს ცირკულაციის დროს ტემეპერატურას, იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ძრავის ეფექტურობა.
„SANY“ სრულ ნდობას უცხადებს D12- ის ტიპის ძრავებს და გთავაზობთ ხუთწლიან შეუზღუდავ გარანტიას. დღეისათვის, D12 ძრავა ფართოდ გამოიყენება „SANY“-ის სატვირთო მიქსერებში, დუმპერის სატვირთო მანქანებსა და სატვირთო მანქანებზე დამონტაჟებულ ტუმბოებში.