fbpx

თბილისი, სააკაძის დაღმართი #11

Mon to Fri - 10:00 to 18:00

ტელეფონი

+995 551 28 22 22

ტელეფონი
ელ.ფოსტა

contact@amtse.ge

ელ.ფოსტა
დაგვიკავშირდით

„SANY Europe“ -მ, „IFOY“ ჯილდო მოიპოვა.

„SANY Europe“ -მა, კატეგორიაში „სპეციალური სატრანსპორტო საშუალება“, 13 ივლისს, „IFOY“ (წლის ჩანგლიანი დამტვირთველი და საერთაშოისო შიდა გადაზიდვა) – ს  ჯილდო მოიპოვა.

„IFOY“  (წლის ჩანგლიანი დამტვირთველი და საერთაშოისო შიდა გადაზიდვა) – სი მოიცავს გერმანიის მექანიკური ინჟინერიის მრეწველობის ასოციაცია „VDMA“-ს, გამოფენა „CeMAT“-სა და მრეწველობის ექსპერტებისგან შემდგარ ჟიურის. ეს დამოუკიდებელი ორგანიზაცია აფასებს და აღიარებს საუკეთესო შიდა ლოგისტიკურ გადაწყვეტილებებს, გლობალური ჩანგლიანი დამტვირთელების წარმოების სფეროში. მსოფლიო დონის ჯილდო ლოგისტიკური პროდუქტისთვის სულ ორჯერ გაიცა ჩინელ მწარმოებლებზე. აქედან, პირველი ჯილდო ხვდა წილად ჩინურ კომპანია -„BYD“-ის მიერ წარმოებულ ელექტრო ჩანგლიან დამტვირთველს ECB18C, 2016 წელს. ხოლო მეორე ჯილდო „SANY“-ის.

წლევანდელ წელს „IFOY“-მ შეარჩია 17 ტვირთამწე და ლოგისტიკური გადაწყვეტა 16 მწარმოებლისგან, მათ შორის არიან კომპანიები „SANY“, „Bosch Rexroth“, „Toyota“ და „Hyster“. ჟიური შედგებოდა მსოფლიო დონის  27 პროფესიონალისგან ლოგისტიკის სფეროში, რომლებიც წარმოადგენდნენ 19 ქვეყანას.

ჟიურის აღიარა მოიპოვა „SANY“-ს ჰიბრიდულმა კონტეინერ მზიდმა, რადგან ეს არის პირველი კონტეინერ მზიდი მსოფლიოს ბაზარზე, რომელიც შექმნილია  ეკონომიური ჰიბრიდული სისტემით. „SANY“-ს ჰიბრიდული კონტეინერ მზიდი ტექნიკურად აღჭურვილია ენერგიის რეცირკულირებით ისრის აწევისათვის, ასევე მსუბუქი კონსტრუქციის მქონე დამჭერით და გაძლიერებული გადაცემათა კოლოფი-ძრავის კომბინაციით. ეს ინოვაციები 20%-ით ზოგავენ მტვირთავის საწვავის ხარჯვას, რაც საშუალებას იძლევა საათობრივად მეტი კონტეინერი იქნას გადაზიდული. ფინანსურად, აღნიშნული ინოვაციები ამცირებენ მტვირთავის მიერ გადაადგილებული თითოეულ კონტეინერზე გაწეულ ხარჯს 15%-ით.

იურგენ კელერი, პროდუქტისა და მარკეტინგის მენეჯერი ამბობს: ”ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამ ჯილდოთი. იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, თუ როგორ თავდაუზოგავად ცდილობს კომპანია „SANY“-მ დანერგოს ინოვაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ ხელშესახებ სარგებელს ჩვენი მომხმარებლებისთვის.”