„SANY“- ს ბატარეაზე მომუშავე ცემენტის შემრევი ელექტრო სატვირთო ავტომანქანები: როდესაც ტრადიციული ცემენტის შერევის საშუალებებს ანაცვლებს „მწვანე ტექნოლოგიები“ - amtse.ge - ამწე ჯგუფი

თბილისი, გივი კარტოზიას #8/1

ორშ. პარ. - 10:00-დან 18:00-მდე

ტელეფონი

+995 551 28 22 22

ტელეფონი
ელ.ფოსტა

contact@amtse.ge

ელ.ფოსტა
დაგვიკავშირდით

„SANY“- ს ბატარეაზე მომუშავე ცემენტის შემრევი ელექტრო სატვირთო ავტომანქანები: როდესაც ტრადიციული ცემენტის შერევის საშუალებებს ანაცვლებს „მწვანე ტექნოლოგიები“

„SANY“-მ ბატარეაზე მომუშავე ცემენტის შემრევი, სრულად ელექტრო სატვირთო ავტომანქანა წარმოადგინა, რომლის გამოფენაც დაგეგმილია სამშენებლო ტექნიკის საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე „bauma CHINA 2020“.

მსუბუქი წონის მქონე მოდელი აღჭურვილია მუდმივი მაგნიტური სინქრონული ძრავებით, რომელიც გამოიმუშავებს მაქსიმუმ 350 კვტ. სიმძლავრეს, ხოლო ბრუნვის სიჩქარეა 2800 ბრ/წთ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება დიზელზე მომუშავე ძრავების შესაძლებლობებს. მაღალი ენერგიის სიმკვრივის მქონე ლითიუმის რკინის ფოსფატის (LFP) ბატარეა უზრუნველყოფს სატვირთო ავტომანქანის მოძრაობას და ცემენტის შერევის მექანიზმის სრულყოფილად ფუნქციონირებას, რაც ახალი ევროპული სვლის ციკლის (NEDC) რეიტინგით, შესაძლებლობას აძლევს ავტომანქანას გაიაროს საშუალოდ 250 კმ. თუმცა უფრო მნიშვნელოვანი არის უსაფრთხოება. ჩვენ ვთანამშრომლობდით მსოფლიოს წამყვან ბატარეის მიმწოდებლებთან იმ მიზნით, რომ თერმული დამუშავების ტექნოლოგიის, მდგრადი სტრუქტურისა და ცეცხლისგან დამცავი სისტემის გამოყენებით,  გაგვეძლიერებინა ენერგიის მიღების წყარო.

ავტომანქანას გააჩნია თვითგათბობის ფუნქცია დაბალ ტემპერატურაზე და მაღალ ტექნოლოგიური გაგრილების სისტემა მაღალ ტემპერატურაზე, რაც უზრუნველყოფს ავტომანქანის სრულყოფილად ფუნქციონირებას სხვადასხვა სამუშაო პირობებში. ასევე, „SANY“-ს ავტომანქანა აღჭურვილია „ნივთების ინტერნეტი“-ს ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს ავტომანქანის ფუნქციების პროდუქტიულობის გაძლიერებას, როგორიცაა რეალურ დროში მონიტორინგი, მუშაობის ანალიზი და დიაგნოსტიკა დისტანციურ რეჟიმში.

აღნიშნული ტექნიკა არ არის მხოლოდ ბატარეაზე მომუშავე ცემენტის შემრევი სატვირთო ავტომანქანის პროტოტიპი. ჩვენ უზრუნველვყოფთ აღნიშნული ტექნიკის წარმოებას და ჩინეთში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიწოდებას. მსოფლიო გადადის „მწვანე ტექნოლოგიების“ გამოყენებაზე და შესაბამისად, „SANY“, ბატარეაზე მომუშავე ტექნოლოგიების გამოყენებით, ხელს შეუწყობს საკუთარ მომხმარებლებს დამაჯერებლად გაუმკლავდნენ ემისიების შემცირებისთვის დადგენილ მკაცრ რეგულაციებს.