fbpx

თბილისი, სააკაძის დაღმართი #11

Mon to Fri - 10:00 to 18:00

ტელეფონი

+995 551 28 22 22

ტელეფონი
ელ.ფოსტა

contact@amtse.ge

ელ.ფოსტა
დაგვიკავშირდით

ახალი მუხლუხა ამწეს შოუ SANY SCC40000A

16 ივლისს, ჩრდილოეთ ჩინეთში წარმატებით დასრულდა პირველი ინტეგრირებული რეზინის და პლასტმასის საწარმოო ხაზის მეოთხე პროპილენის სპლიტერის კოშკის აღმართვა. ახლახან გამოშვებული SANY SCC40000A მუხლუხა ამწე შეუდგა ამ კონსტრუქციის მონტაჟს, რადგან ეს არის 16 მლრდ. იუანის ღირებულების პროექტის ყველაზე მძიმე სამშენებლო ამოცანა, რომლის დასრულებაც ახალ ბიძგს მისცემს ადგილობრივ მრეწველობას.

ამწემ SCC40000A, რომლის ტვირთამწეობის სიმძლავრე არის 4000 ტ–მდე, ხოლო ამწევი მომენტი აღწევს 90000 ტ•მ-ს, დაადასტურა, რომ ის არის ძლიერი ტვირთამწეობის გადაწყვეტა, რომელიც შექმნა SANY–მა, თავისი პარტნიორი ინჟინრების მხარდასაჭერად.
კომპანია SANY-ს დანადგართა კვლევითი ცენტრის პროექტის მენეჯერის, ბატონი ჟანგ იანგის სიტყვებით, ეს ამწე, რომელიც ფლობს 20-ზე მეტ პატენტს, იყენებს უმძიმესი საპირწონეების მქონე ორმუხლუხიან ურიკას, მუხლუხა სისტემას 4 მუხლუხით და 8 ამძრავით, V-ფორმის ტყუპი ბადისებრი კონსტრუქციის ამწე ისრით. ის ფარავს 3000 მ2 ფართობს, ცამდე აწვდენილი 120 მეტრიანი ტყუპი ამწე ისრით, ხოლო ამწეს ტრანსპორტირება ხორციელდება 30 ტონიანი ტვირთამწეობის მქონე 150 ტრაილერით.
4000 ტ–მდე ტვირთამწეობის მუხლუხა ამწეები არიან მეტად მომთხოვნები ტექნოლოგიების მიმართ და საჭიროებენ ზედმიწევნით სიზუსტეს. SCC40000A ამწემ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ მას შესწევს უნარი თავისი შესაძლებლობების პიკში გაუმკლავდეს ურთულეს სამუშაო პირობებს.