fbpx

თბილისი, სააკაძის დაღმართი #11

Mon to Fri - 10:00 to 18:00

ტელეფონი

+995 551 28 22 22

ტელეფონი
ელ.ფოსტა

contact@amtse.ge

ელ.ფოსტა
დაგვიკავშირდით

კომპანია Raimondi-ის ისტორია

კომპანია Raimondi Cranes დაარსდა 1863 წელს. ის წარმოადგენს იტალიის სამამულო წარმოების ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და წარმატებული ისტორიის მქონე კომპანიას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მოღვაწეობს მძიმე ამწევი ტექნიკის წარმოების სექტორში.  Raimondi Cranes აღჭურვილია წარმოების უახლესი ტექნოლოგიებით და წამყვან ადგილს იკავებს ამწეების წარმოების გლობალურ ინდუსტრიაში. გლობალური ბაზრის ცვალებადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით,  Raimondi აწარმოებს ამწეების ფართო სპექტრს.   მისი ერთგული მომხმარებლების უმაღლესი ხარისხისა და წარმადობის პროდუქციით უზრუნველყოფის მიზნით, Raimondi ახორციელებს ინვესტიციებს ტექნოლოგიების განვითარებაში, რაც წარმოადგენს მის ძირითად ფასეულობას. ამ მიზნით, Raimondi-ის ინჟინრები, კვლევებისა და განვითარების დანაყოფთან ერთად, მუდმივად ეძებენ პროდუქციის გაუმჯობესების ახალ გზებს.

კონკურენტუნარიანი გაყიდვების ფასების სტრატეგიის შემუშავებასთან ერთად, Raimondi-ის მიზანი ყოველთვის იყო და არის ოპტიმალური წონასწორობის შენარჩუნება ხარისხთან დაკავშირებულ ისეთ სხვადასხვა ასპექტებს შორის, როგორიცაა პროდუქციის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა,  სამუშაო პარამეტრები, წარმადობა, საიმედოობა, ტექნიკური მომსახურებისადმი მარტივი წვდომა, ტექნიკური მომსახურება მოკლე დროის ინტერვალებით და სხვ.

Raimondi-ის მიერ წარმოებული მოდელების ფართო ასორტიმენტზე ხელმისაწვდომობის, მსოფლიოს მასშტაბით ფართდ გავრცელების,  მრავალწლიანი გამოცდილების, ხარისხისა და სამუშაო პარამეტრების სრულყოფისკენ დაუღალავი სწრაფვის შედეგად მსოფლიოს მასშტაბით უკვე გაიყიდა 16,000 ერთეულზე მეტი Raimondi-ის ამწე ტექნიკა.

ერთდროულად რამოდენიმე  Raimondi-ის კოშკურა ამწე პოიტერში, საფრანგეთი

Raimondi Cranes: ადმინისტრაცია

ინჟინერი დომენიკო ჩიანო, აღმასრულებელი დირექტორი

ინჟინერი მაურო მასეტი, კომერციული დირექტორი

დოქტორი მასიმილიანო ვოლპე, ფინანსური დირექტორი

Raimondi Cranes: მოკლე ისტორიული მიმოხილვა

ფოტოსურათი Raimondi Cranes-ის არქივიდან, 1900 წ.

1863 წელს Raimondi-ის დამფუძნებელმა, როდოლფო რაიმონდმა, საფუძველი ჩაუყარა პირველი გადამცემი მოწყობილობის წარმოებას, რომელიც გამოყენებულ იქნა ქალაქ ლეგნანოს  ბამბის სართავი ქარხანაში, ქალაქში სადაც კომპანიის სათაო ოფისი დღესაც მდებარეობს. შემდგომ საუკუნეში, კერძოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, Raimondi-მა სამშენებლო დანადგერების წარმოებით, დაწყებული ბეტონის მიქსერებიდან კოშკურა ამწეებით დამთავრებული, აქტიური მონაწილეობა მიიღო იტალიის ეკონომიკურ  განვითარებაში. 1946 წლიდან Raimondi-ის სამრეწველო საქმიანობა ფოკუსირებულია კოშკურა ამწეების წარმოებაზე, რამაც განაპირობა კომპანიის საექსპორტო ბაზარზე გასვლა მსოფლიოს მასშტაბით.

ამჟამად Raimondi, გადის რა ტრადიციული ევროპული საფუძვლების ფარგლებს გარეთ, აქტიურად იმკვიდრებს თავს ახალ ბაზრებზე, ეწევა აქტიურ კომერციულ საქმიანობას ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ავსტრალიაში, და გეგმავს ახალი საწარმოო ობიექტების აშენებას.