fbpx

ამწე ჯგუფი Lonking-ის ოფიციალური დილერია!

Longking Holding Limited, არის სამშენებლო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო მწარმოებელი ჩინეთში, მსოფლიო ბაზარზე კი 29–ე ადგილს იკავებს ფრონტალური დამტვირთველით მძიმე სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებს შორის. მის მფლობელობაშია 19 შვილობილი კომპანია.

დღეს–დღეობით კომპანია 4 მიმართულებით მუშაობს და ბაზარს სთავაზობს 500–ზე მეტ განსხვავებულ მოდელს. დაარსების დღიდან კომპანია ორიენტირებულია სწრაფ განვითარებასა და მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნაზე, შესაბამისად ყოველწლიურად გვთავაზობს სიახლეებს და თითოეული მოდელი წინა მორბედის გაუმჯობესებული ვარიანტია.
ამწე ჯგუფის გუნდი რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად აწარმოებდა ბრენდთან მოლაპარაკებას. 2021 წლის სექტემბრის თვიდან წარმატებით შედგა მოლაპარაკება და საქართველოსა და სომხთში ბრენდი ოფიციალური წარმომადგენლები გავხდით, რაც ჩვენთვის ძალზედ სასიხარულოა.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს სამშენებლო ბაზარზე ბრენდი მყარად დაიმკვიდრებს ადგილს.