ამწე ჯგუფი ტექნოლოგიების და დეველოპერების მე- 8 საერთაშორისო გამოფენაზე
კომპანია ამწე ჯგუფმა გამოფენაზე გააცნო დამთვალიერებელს საერთაშორისო ბრენდ ,,ZOOMLION’’- ის კოშკურა და მობილური ამწეები. წარმოადგინა უსაფრთხოების სისტემები,ამწის სათადარიგო ნაწილები და განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები.
გამოფენაზე 5 ქვეყნის – საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და თურქეთის 60-მდე კომპანია მონაწილეობდა.
გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო სამშენებლო ინდუსტრიასა და თანამედროვე სამშენებლო სტანდარტების გაცნობისა და კონტაქტების გაცვლისთვის.