SANY-ის ავტო ამწე უკვე საქართველოშია
ავტო ამწე
,,ამწე ჯგუფი’’ არის კომპანია ,,SANY-ის’’ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელთა მსოფლიო ხუთეულში შედის. კომპანია SANY – სთან თანამშრომლობის შედეგად ამწე ჯგუფმა შეისყიდა 80ტ-იანი ავტო ამწე. ავტო ამწის მოდელია STS800S.
მაქს. ტვირთამწეობა ძირითადი ისრით 12.2მეტრზე-80ტონაა, მოძრაობის სიჩქარე – 82კმ/სთ, ისრტის მაქს. სიგრძე – 64.5მეტრი, ამწის ტვირთამწეობა გაშლილი ისრით 0 გრადუსზე – 3300კილოგრამია.
ჩვენი პირველი მყიდველი და პარტნიორი შპს ,,გიო2010“ არის, რომელიც ავტო ამწეების გაქირავების სფეროში მოწინავე კომპანიაა. ვუსურვებთ მათ წარმატებას და იმედი გვაქვს მომავალშიც ვითანამშრომლებთ.
ავტო ამწე STS800S-ის უპირატესობები
ამწე ჯგუფმა ავტო ამწის ამ მოდელს მიანიჭა უპირატესობა მისი მახასიათებლიდან გამომდინარე. ამწე დამზადებულია ანტიკოროზიული ფოლადისაგან, აქვს პანორამული სახურავი, რეგულირებადი სავარძლები. ძირითადი ისარი – 5 სექციით, სიგრძე 47 მ. დამატებითი ისარი – 2 სექციით, სიგრძე 17.5 მ. ისრის ჯამური სიგრძე: 64.5 მ.
შასი – “SANY”-ს ბრენდის, რვა ღერძიანი, ოთხი გამწევი თვლით (8 X 4) უზრუნველყოფს მოქნილ მოძრაობას და კომფორტულ პირობებს საიმედო და ხარისხიანი მუშაობისათვის. შასის ზომები: სიგრძე: 14.695 მ. / სიგანე: 2.73 მ. / სიმაღლე: 3.83 მ. გამოსაწევი საყრდენები – 4 წერტილიანი, H ფორმის, გაშლის ჯამური სიგრძე: 7. 6 მ. (ორივე მხარეს გაშლილ მდგომარეობაში). დისტანცია თვლების ღერძებს შორის: ღერძი 1,2 – 1520 მმ. / ღერძი 2,3 – 4380 მმ. / ღერძი 3,4 – 1350 მმ. ძრავი – ექვს ცილინდრიანი ერთრიგა დიზელის ძრავი, ნომინალური სიმძლავრე: 275kw/2100r/min, ემისიის სტანდარი: ევრო III, საწვავის ავზი: 350 ლიტრი. გადაცემათა კოლოფი – მექანიკური. საბურავები – 12*12.00R24-20PR.კაბინა – კაბინა მაქსიმალურად ერგონომიკულად არის დაგეგმარებული, რათა ოპერატორმა შეძლოს საკუთარი რესურსის დაზოგვა და სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულება. აღჭურვილია უკანა ხედვის კამერით.
Emission standard – EUR III
ემისიის სტანდარტი: ევრო III
მომსახურება ავტო ამწე
გთავაზობთ სრულ საგარანტიო მომსახურებას და ლიზინგს. თქვენზე მორგებული სააგადახდო სისტემა, ქირაობა/ყიდვა.
საგარანტიო მომსახურება ძირითად ნაწილებზე ერთი წელია
- ძრავი
- დიზელის ძრავი სრული კომპლექტი
- გამონაბოლქვის მაყუჩის კომპლექტი
- ავტო ამწის საწვავის ავზის კომპლექტი
- წინა ღერძი
- გადაცემთა კოლოფი
- შუა და უკანა ღერძები
- გადაცემათა კოლოფის კონტროლები
- ზეთის შემფრქვევი
- დოლური მუხრუჭის მექანიზმი და ბერკეტი
- ჩარჩო/კარკასი
- კაბინა
- ელექტრო ამთვლელი
- კონდიციონერი
- აკუმილატორი
- საბურავი
- ჰაერის ფილტრის კორპუსი და სხვა…. ეს არის არასრული ჩამონათვალი ავტო კრანის ნაწილების, რომელიც ჩვენს მომსახურებაში შედის. დეტალური ინფრმაციისთვის მოგვწერეთ მეილზე ან დაგვიკავშირდით:SANYCAUCASUS@AMTSE.GE+995 551 28 22 22ავტო ამწე – რომელიც გამოიყენება ნებისმიერი მძიმე ტვირთის ასაწევად და გადასაადგილებლად უკვე თბილისშია და წარმატებულად ასრულებს სამუშაოებს.