თბილისი, სააკაძის დაღმართი #11

Mon to Fri - 10:00 to 18:00

ტელეფონი

+995 551 28 22 22

ტელეფონი
ელ.ფოსტა

contact@amtse.ge

ელ.ფოსტა
დაგვიკავშირდით
ავტო ამწე, ავტო კრანი

SANY-ის ავტო ამწე უკვე საქართველოშია

 ავტო ამწე

,,ამწე ჯგუფი’’ არის კომპანია ,,SANY-ის’’ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელთა მსოფლიო ხუთეულში შედის. კომპანია SANY – სთან თანამშრომლობის შედეგად ამწე ჯგუფმა შეისყიდა 80ტ-იანი ავტო ამწე. ავტო ამწის  მოდელია STS800S.

მაქს. ტვირთამწეობა ძირითადი ისრით 12.2მეტრზე-80ტონაა, მოძრაობის სიჩქარე – 82კმ/სთ, ისრტის მაქს. სიგრძე – 64.5მეტრი, ამწის ტვირთამწეობა გაშლილი ისრით 0 გრადუსზე – 3300კილოგრამია.

ჩვენი პირველი მყიდველი და პარტნიორი შპს ,,გიო2010“ არის, რომელიც ავტო ამწეების გაქირავების სფეროში მოწინავე კომპანიაა. ვუსურვებთ მათ წარმატებას და იმედი გვაქვს მომავალშიც ვითანამშრომლებთ.

STS800S-ის უპირატესობები

ამწე ჯგუფმა ავტო ამწის ამ მოდელს მიანიჭა უპირატესობა მისი მახასიათებლიდან გამომდინარე. ამწე დამზადებულია ანტიკოროზიული ფოლადისაგან, აქვს პანორამული სახურავი, რეგულირებადი სავარძლები. ძირითადი ისარი –  5 სექციით, სიგრძე 47 მ. დამატებითი ისარი –  2 სექციით, სიგრძე 17.5 მ. ისრის ჯამური სიგრძე: 64.5 მ.

ავტო კრანი

შასი –  “SANY”-ს ბრენდის, რვა ღერძიანი, ოთხი გამწევი თვლით (8 X 4) უზრუნველყოფს მოქნილ მოძრაობას და კომფორტულ პირობებს  საიმედო  და ხარისხიანი მუშაობისათვის. შასის ზომები: სიგრძე: 14.695 მ. / სიგანე: 2.73 მ. / სიმაღლე: 3.83 მ.                                                                გამოსაწევი საყრდენები – 4 წერტილიანი, H ფორმის,   გაშლის ჯამური სიგრძე: 7. 6 მ. (ორივე მხარეს გაშლილ მდგომარეობაში).                          დისტანცია თვლების ღერძებს შორის:   ღერძი 1,2 – 1520 მმ. / ღერძი 2,3 – 4380 მმ. / ღერძი 3,4 – 1350 მმ.                                                                        ძრავი –   ექვს ცილინდრიანი ერთრიგა დიზელის ძრავი,   ნომინალური სიმძლავრე: 275kw/2100r/min, ემისიის სტანდარი: ევრო III, საწვავის ავზი: 350 ლიტრი.   გადაცემათა კოლოფი – მექანიკური.            საბურავები – 12*12.00R24-20PR.კაბინა – კაბინა მაქსიმალურად ერგონომიკულად არის დაგეგმარებული, რათა ოპერატორმა შეძლოს საკუთარი რესურსის დაზოგვა  და სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულება. აღჭურვილია უკანა ხედვის კამერით.

Emission standard – EUR III

ემისიის სტანდარტი: ევრო III

მომსახურება ავტო ამწე

გთავაზობთ სრულ საგარანტიო მომსახურებას და ლიზინგს. თქვენზე მორგებული სააგადახდო სისტემა, ქირაობა/ყიდვა.

საგარანტიო მომსახურება ძირითად ნაწილებზე ერთი წელია

  • ძრავი
  • დიზელის ძრავი სრული კომპლექტი
  • გამონაბოლქვის მაყუჩის კომპლექტი
  • ავტო ამწის საწვავის ავზის კომპლექტი
  • წინა ღერძი
  • გადაცემთა კოლოფი
  • შუა და უკანა ღერძები
  • გადაცემათა კოლოფის კონტროლები
  • ზეთის შემფრქვევი
  • დოლური მუხრუჭის მექანიზმი და ბერკეტი
  • ჩარჩო/კარკასი
  • კაბინა
  • ელექტრო ამთვლელი
  • კონდიციონერი
  • აკუმილატორი
  • საბურავი
  • ჰაერის ფილტრის კორპუსი  და სხვა….     ეს არის არასრული ჩამონათვალი ავტო კრანის ნაწილების, რომელიც ჩვენს მომსახურებაში შედის.    დეტალური ინფრმაციისთვის მოგვწერეთ მეილზე ან დაგვიკავშირდით:SANYCAUCASUS@AMTSE.GE

    +995 551 28 22 22

    ავტო ამწე – რომელიც გამოიყენება ნებისმიერი მძიმე ტვირთის ასაწევად და გადასაადგილებლად უკვე თბილისშია და წარმატებულად ასრულებს სამუშაოებს.